Paint Hub Georgia-მ Wissol-ისთვის განახორციელა 32 საწვავმზიდის პროფესიონალური შეღებვა და კორპორატიული ბრენდირება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საწვავმზიდების ზედაპირების მომზადება, დამცავი სამრეწველო საღებავის სისტემის დატანა და ტექნიკის Wissol-ის კორპორატიული ვიზუალური სტანდარტების შესაბამისად შეღებვა და ბრენდირება.
საწვავმზიდების ინტენსიური ექსპლუატაციისა და მუდმივი გარე ზემოქმედების გამო, მათი შეღებვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზედაპირის სწორ მომზადებასა და შესაბამისი სამრეწველო საღებავის სისტემის გამოყენებას.
Wissol-ის პროექტის ფარგლებში შესრულდა:
Paint Hub Georgia ახორციელებს საწვავმზიდების, ცისტერნების და სხვა კომერციული თუ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის პროფესიონალურ შეღებვას.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ზედაპირის მომზადებას, ანტიკოროზიულ დაცვას, სამრეწველო საღებავის სისტემების დატანასა და კომერციული ტრანსპორტის საღებავით ბრენდირებას.
ვახორციელებთ საწვავმზიდების, ბეტონმზიდების, თვითმცლელების, სატვირთო ავტომობილების, ამწე კრანების, ექსკავატორების, სპეციალური ტექნიკისა და სხვა კომერციული ტრანსპორტის შეღებვას.
Paint Hub Georgia — სამრეწველო შეღებვა, ანტიკოროზიული დაცვა და კომერციული ტრანსპორტის საღებავით ბრენდირება საქართველოში.