სან პეტროლიუმ ჯორჯია — საწვავმზიდების პროფესიონალური შეღებვა

Paint Hub Georgia-მ San Petroleum Georgia-სთვის განახორციელა 17-მდე საწვავმზიდის პროფესიონალური შეღებვა და კორპორატიული ბრენდირება.

პროექტის ფარგლებში საწვავმზიდების ზედაპირები მომზადდა სამრეწველო შეღებვისთვის, დამუშავდა შესაბამისი დამცავი საღებავის სისტემით და საბოლოოდ შეიღება კომპანიის კორპორატიული სტანდარტების შესაბამისად.

საწვავმზიდების პროფესიონალური შეღებვა

საწვავმზიდები ყოველდღიურად მუშაობენ ინტენსიურ საექსპლუატაციო პირობებში და მათი გარე ზედაპირები მუდმივად განიცდის ატმოსფერულ, UV და მექანიკურ ზემოქმედებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ სწორად მომზადებული ზედაპირი და გამძლე სამრეწველო საღებავის სისტემა.

San Petroleum Georgia-ს პროექტის ფარგლებში შესრულდა:

  • 15-მდე საწვავმზიდის დამუშავება და შეღებვა;
  • ზედაპირების მომზადება სამრეწველო საღებავის დასატანად;
  • საჭირო უბნების ანტიკოროზიული დამუშავება;
  • დამცავი გრუნტისა და სამრეწველო საღებავის სისტემის დატანა;
  • კორპორატიული ფერების შესაბამისად შეღებვა;
  • საწვავმზიდების საღებავით ბრენდირება;
  • ერთიანი ვიზუალური სტანდარტის შექმნა ავტოპარკისთვის.
კომერციული ტრანსპორტის შეღებვა და საღებავით ბრენდირება

Paint Hub Georgia ახორციელებს კომერციული და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის პროფესიონალურ შეღებვასა და საღებავით ბრენდირებას.

ვმუშაობთ საწვავმზიდებზე, ცისტერნებზე, ბეტონმზიდებზე, თვითმცლელებზე, ამწე კრანებზე, ექსკავატორებზე, სატვირთო ავტომობილებზე, სპეციალურ ტექნიკასა და სხვა კომერციულ ტრანსპორტზე.

საღებავის სისტემა შეირჩევა ზედაპირის მდგომარეობისა და ტექნიკის ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით, რათა მიღებული საფარი უზრუნველყოფდეს როგორც სასურველ ვიზუალურ შედეგს, ასევე ხანგრძლივ დაცვას.

Paint Hub Georgia — სამრეწველო შეღებვა, ანტიკოროზიული დაცვა და კომერციული ტრანსპორტის საღებავით ბრენდირება საქართველოში.


 

Translate »