ჩვენს შესახებ
2016 წლიდან
კომპანია “ფეინთ ჰაბ ჯორჯია” დაარსდა 2016 წელს და მის შემდეგ ანხორციელებს ევროპული წარმოების ლაქ-საღებავების იმპორტს საქართველოში. ამ წლების განმავლობაში კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა უმაღლესი სტანდარტების მქონდე მწარმოებლების მოძიება და მათთან თანამშრომლობა, რათა საქართველოს ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა უმაღლესი ხარისხი. ჩვენი კომპანია აერთიანებს ოთხი წამყვანი ბრენდის ლაქ-საღებავებს, ნიდერლანდების წარმოების ანტიკოროზიული დამცავი საღებავები –BARILCOATINGS, გერმანული წარმოების ცეცხლგამძლე საღებავები – Rudolf Hensel GmbH, გერმანული წარმოების დეკორატიული, ბეტონისა და ხის ლაქ-საღებავები – REMMERS და სპეც. საღებავები Markaj.
ჩვენი კომპანია გახლავთ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეასრულა 41 დადგენილების დაწესებამდე ცეცხლგამძლე საღებავებით ლითონის ზედაპირის დაფარვა საქართველოში, სავაჭრო ცენტრ “გალერეა თბილისი” პროექტის ფარგლებში. ასევე კომპანიის ქეისშია 120 ერთეული ნავთობ რეზერვუარის სამღებო სამუშაოები და 60-მდე საწვავმზიდის ბრენდირება საღებავებით.
კომპანია BARIL დაარსდა 1982 წელს და გახლავთ ევროპისა და ამერიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ანტიკოროზიულ და დამცავ საღებავების წარმოებაში. BARIL-ის საღებავები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მეტალის კონსტრუქციის, ნავთობ ტერმინალების, ხიდების, ელექტრო სადგურების, სპეც. ტექნიკის, მილსადენების, კონტეინერების, საკვები პროდუქტებისა და სხვა დანიშნულების ავზების, შენობების, სასაწყობე ფართების ბეტონის იატაკებისა და სხვა ობიექტების ზედაპირების დასაფარად. ასევე გთავაზობთ ცეცხლგამძლე საღებავებს.
კომპანია წარმოდგენილია მსოფლიოს 18 ქვეყანაში.
Rudolf Hensel GmbH დაარს და 1922 წელს, როგორც ლაქების და საღებავების ქარხანა და მისი კომპანიის სათაო ოფისი დარჩა Süderstraße 235-ში, ჰამბურგში 2001 წლამდე. დასაწყისში მისი პროდუქციის ასორტიმენტი ძირითადად შედგებოდა სპეციალური საზღვაო საღებავებისგან. 1950-იან წლებში ამ დიაპაზონმა საშუალება მისცა კომპანიას დაემკვიდრებინა ბაზრის ლიდერის სტატუსი – სკანდინავიაშიც. ახალი გამოწვევების მოლოდინში, ჰენსელმა გააცნობიერა პასიური სტრუქტურული ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მზარდი მნიშვნელობა ამ ადრეულ ეტაპზე და დაიწყო თავისი განვითარების აქტივობები ხანძარსაწინააღმდეგო საფარებზე დაეთმო. ეს კომპეტენცია აღიარეს გერმანიაში ჯერ კიდევ 1953 წელს კომპანიის პირველი პატენტებით. მოჰყვა ეროვნული და საერთაშორისო სერთიფიკატები.
Remmers Gruppe AG არის სამშენებლო მასალების ევროპული მწარმოებელი, სათაო ოფისი ლონინგენში, გერმანია. კომპანია სპეციალიზირებულია ხის და ბეტონის დასაცავად, შენობების აღდგენისა და შეკეთების მასალების შემუშავებასა და წარმოებაში, სამშენებლო ქიმიკატებისა და ფანჯრისა და ავეჯის კომპანიებისთვის განკუთვნილი ხის სამრეწველო საფარის წარმოებაში..
MARKAJ ისტორია 2004 წელს დაიწყო ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაზე ორიენტირებული წარმოების მიდგომით. 2004 წლიდან ემსახურება სამრეწველო სექტორს სამრეწველო საღებავის, ავეჯის საღებავების, საზღვაო საღებავის, იატაკის საღებავის, სამშენებლო საღებავის, სპეციალური დანიშნულების საღებავის, სპრეის საღებავის და საფარის წარმოებით.

1 000 000 ლიტრი
გაყიდული საღებავი
