ქვიშაჭავლური დამუშავება

ზედაპირის ქვიშა-ჭავლური წმენდა

Paint Hub Georgia გთავაზობთ პროფესიონალურ ქვიშა-ჭავლურ დამუშავებას მეტალის, ფოლადის, ბეტონისა და სხვა ზედაპირებისთვის. ქვიშაჭავლური წმენდის საშუალებით შესაძლებელია ჟანგის, კოროზიის, ძველი საღებავის, ოქსიდების და სხვა დაბინძურების ეფექტურად მოცილება და ზედაპირის მომზადება შემდგომი შეღებვისა თუ დამცავი საფარის დასატანად.

ქვიშაჭავლური დამუშავების მთავარი უპირატესობა მხოლოდ ზედაპირის გაწმენდა არ არის — სწორად შესრულებული აბრაზიული დამუშავება ქმნის საფარისთვის საჭირო ზედაპირის პროფილს, რაც ხელს უწყობს პრაიმერისა და დამცავი საღებავის მყარ ადჰეზიას და საფარის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

კოროზიის გარეშე
კოროზიის გარეშე
კოროზიის ხარისხი A
კოროზიის ხარისხი A
კოროზიის ხარისხი B
კოროზიის ხარისხი B
კოროზიის ხარისხი C
კოროზიის ხარისხი C
კოროზიის ხარისხი D
კოროზიის ხარისხი C

კოროზირებული ზედაპირი

ქვიშა-ჭავლურად დამუშავებული ზედაპირი

კოროზირებული ზედაპირი
დამუშავებული ზედაპირი

ზედაპირის პროფილი საღებავის/საფარის მოჭირდებისთვის

ზედაპირის პროფილი
სად ვიყენებთ ქვიშაჭავლურ დამუშავებას?
Paint Hub Georgia ასრულებს ქვიშაჭავლურ სამუშაოებს სხვადასხვა ტიპის სამრეწველო და სამშენებლო ობიექტებზე:

ლითონის კონსტრუქციები და ფოლადის ელემენტები;
რეზერვუარები — შიდა და გარე ზედაპირები;
მილები და მილსადენები;
ხიდის და ინფრასტრუქტურული ლითონკონსტრუქციები;
საწარმოო და სამრეწველო დანადგარები;
კონტეინერები;
კომერციული და სპეციალური ტექნიკის მეტალის დეტალები;
ბეტონის ზედაპირები;
ძველი საღებავისა და კოროზირებული ფენების მოცილება.

რატომ Paint Hub Georgia?

ჩვენი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ ზედაპირის ვიზუალურ გაწმენდას, არამედ შემდგომი საფარისთვის ტექნიკურად სწორ მომზადებას. სამუშაოს დაგეგმვისას ვითვალისწინებთ ზედაპირის მდგომარეობას, კოროზიის ხარისხს, გამოსაყენებელ საღებავის სისტემას, საჭირო ზედაპირის პროფილსა და ობიექტის საექსპლუატაციო გარემოს.

გჭირდება ქვიშაჭავლური დამუშავება თქვენს ობიექტზე? გამოგვიგზავნეთ ზედაპირის ფოტოები, სამუშაოს მოცულობა და ობიექტის მდებარეობა — შეგირჩევთ ზედაპირის მომზადებისა და დამცავი საფარის შესაბამის სისტემას.

ზედაპირის მომზადება შეღებვამდე

სამრეწველო შეღებვისას საბოლოო საფარის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზედაპირის სწორ მომზადებაზე. ქვიშაჭავლური დამუშავების შედეგად შესაძლებელია ფოლადის ზედაპირის მომზადება პროექტითა და საღებავის სისტემით განსაზღვრულ სისუფთავის ხარისხამდე, მათ შორის Sa 2, Sa 2½ და Sa 3 დონემდე.

სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვარჩევთ შესაბამის აბრაზიულ მასალას და დამუშავების ინტენსივობას, რათა მივიღოთ კონკრეტული საფარისთვის საჭირო სისუფთავე და ზედაპირის პროფილი.

სრული ანტიკოროზიული სისტემა

Paint Hub Georgia-ს შეუძლია შეასრულოს არა მხოლოდ ქვიშაჭავლური წმენდა, არამედ ზედაპირის მომზადებისა და სამრეწველო შეღებვის სრული სისტემა:

ქვიშაჭავლური დამუშავება → ზედაპირის გაწმენდა → პრაიმერი → შუალედური დამცავი საფარი → ფინალური საღებავი

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლითონკონსტრუქციების, რეზერვუარების, მილსადენებისა და სხვა სამრეწველო ობიექტებისთვის, სადაც საჭიროა კოროზიისგან ხანგრძლივი დაცვა.

Translate »