პროექტები

განხორციელებული პროექტები

Paint Hub Georgia ახორციელებს სამრეწველო და კომერციული ობიექტებისთვის სპეციალიზებული დამცავი საფარების მოწყობას საქართველოში.

ჩვენი პროექტები მოიცავს სამრეწველო და ეპოქსიდურ იატაკებს, ლითონკონსტრუქციების ხანძარ საწინააღმდეგო საღებავებით დაცვას, ანტიკოროზიულ დაცვასა და სპეციალური დანიშნულების სამრეწველო საღებავების სისტემებს, პოლიურეთანისა და პოლიურეას ჰიდროიზოლაციას, 

სამრეწველო და ეპოქსიდური იატაკები

ვახორციელებთ ეპოქსიდური და პოლიურეთანის იატაკების მოწყობას საწარმოებში, საწყობებში, ავტოსადგომებში, სავაჭრო და სხვა მაღალი დატვირთვის კომერციულ სივრცეებში.

სამუშაო პროცესი მოიცავს ბეტონის ზედაპირის მექანიკურ მომზადებას, ეპოქსიდურ პრაიმერს, საჭიროების შემთხვევაში ზედაპირის აღდგენასა და გასწორებას, თვითსწორებადი ეპოქსიდური საფარისა და დამცავი ფინიშის მოწყობას.

ლითონკონსტრუქციების ცეცხლდაცვა

ვახორციელებთ ლითონკონსტრუქციების ცეცხლდამცავი საღებავით დამუშავებას, პროექტით განსაზღვრული ცეცხლმედეგობის მოთხოვნების შესაბამისად.

ცეცხლგამძლე სისტემის შერჩევისას გათვალისწინებულია ლითონის პროფილი, მოთხოვნილი ცეცხლმედეგობის ხანგრძლივობა და კრიტიკული ტემპერატურა.

ანტიკოროზიული და სამრეწველო საფარები

ვასრულებთ ლითონის ზედაპირების მომზადებას, ანტიკოროზიულ დაცვასა და სამრეწველო შეღებვას სხვადასხვა საექსპლუატაციო გარემოსთვის.

სისტემის შერჩევა ხდება ობიექტის დანიშნულების, კოროზიული გარემოს, ზედაპირის მდგომარეობისა და მოთხოვნილი ექსპლუატაციის ვადის გათვალისწინებით.

ჰიდროიზოლაცია

Paint Hub Georgia ახორციელებს სახურავების, ტერასებისა და სხვადასხვა ტიპის ბეტონის კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციას თანამედროვე პოლიურეთანისა და პოლიურეას სისტემებით.

ობიექტისა და ექსპლუატაციის პირობების მიხედვით ვარჩევთ შესაბამის სისტემას — ზედაპირის მომზადებიდან და პრაიმერიდან საბოლოო წყალგაუმტარ და UV-მდგრად საფარამდე.

Translate »
preloader